11.ივნისი .2019 10:10

განახლებული ინტერნეტბანკი იურიდიული პირებისთვის "ტერაბანკისგან"

views 464
უკან

თანამედროვე ბიზნესისთვის ინტერნეტბანკი გამართული და ეფექტიანი ბიზნესპროცესების განუყოფელი ნაწილი და დისტანციური მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხია. ამავდროულად, სწრაფად ცვალებადი, დინამიკური გარემო საბანკო სექტორისგან ონლაინბანკის მუდმივ განვითარებასა და ბიზნესკლიენტების საჭიროებების ზედმიწევნით გათვალისწინებას მოითხოვს.

როგორც bm.ge-ის ბანკიდან აცნობეს, “ტერაბანკის” განახლებულ ინტერნეტბანკსაც საფუძვლად სწორედ ეს ტრენდები დაედო.

ამიერიდან იურიდიული პირები, რომლებიც „ტერაბანკის“ ინტერნეტბანკის მომხმარებლები არიან, კიდევ უფრო მრავალფეროვანი ფუნქციებითა და მოსახერხებელი ინტერფეისით სარგებლობენ.

პროექტის დეტალებზე ტერაბანკის ოპერაციული დირექტორი ვახტანგ ხუციშვილი საუბრობს:

როგორ მიმდინარეობდა ინტერნეტბანკის განახლების პროცესი და რამდენად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში თავად მომხმარებლები?

ინტერნეტბანკის განახლება იურიდიული პირების საჭიროებების დეტალური კვლევის საფუძველზე დაიგეგმა. შევისწავლეთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნები და პარალელურად, საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ თანამედროვე საერთაშორისო ბანკების ანალოგიური პროდუქტების მოკვლევისთვისაც. მხოლოდ ამის შემდგომ განვსაზღვრეთ ჩვენი ამოცანების, რომელთა მთავარი მიზანი თანამედროვე, მოქნილი, მარტივი, სტაბილური და კლიენტზე მორგებული სისტემის შექმნა იყო.

სერვისების ნაწილი მთლიანად ბანკის რესურითაა შექმნილი, სისტემის ინტერფეისი კი ქართულ კომპანია „ბოქსვუდს“ ეკუთვნის. ამ თანამშრომლობის შედეგად, ძალიან სადა, ინტუიტიური და მოსახერხებელი პროდუქტი გამოვიდა, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ.

რითია გამორჩეული განახლებული ინტერნეტბანკი? რას გამოყოფდით ახალ ვერსიაში?

განსაკუთრებით აღსანიშნავია დახვეწილი ინტერფეისი და მოქნილი ნავიგაცია, რომელიც მაქსიმალურად სასარგებლოა იურიდიული პირებისთვის. ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებელი ყველაფერს ერთიანად ხედავს და სხვა გვერდებზე გადასვლის გარეშე შეუძლია ოპერაციების შესრულება. ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც იურიდიულ პირებს ყოველდღიურ რეჟიმში ესაჭიროებათ, ინტერნეტბანკის მთავარ გვერდზეა თავმოყრილი.

ამას გარდა, ყველა კლიენტისთვის გააქტიურებულია ვალუტის კონვერტაციის სპეციალური კურსი და ტერაბანკის ლოიალობის სისტემა. ამ სისტემის დახმარებით, ბიზნესბარათით შესრულებულ ტრანზაქციებზე მომხმარებლებს ტერაბაიტები ერიცხებათ, რომელთა გამოყენებაც მათ კომუნალურ ან სხვა ტიპის გადახადებისთვის შეუძლიათ.
პარალელურად, განახლებული ინტერნეტბანკი ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს, მართონ უფლებამოსილი პირების უფლებები, გაიაქტიურონ სასურველი პროდუქტები დისტანციურად, დააზღვიონ ბიზნესბარათი და ა.შ.

თუ გაქვთ გათვალისწინებული სამომავლოდ სხვა ახალი ფუნქციების დამატება?

უახლოეს მომავალში ინტერნეტბანკს სესხების და საკრედიტო ხაზის ათვისებისა და დაფარვის ფუნქციონალიც დაემატება. ამ ფუნქციებით იურიდიული პირები პირდაპირ ონლაინრეჟიმში შეძლებენ სესხის აღებასა და დაფარვას. ინტერნეტბანკისა და სხვა დისტანციური მომსახურებების სრულყოფა მუდმივი პროცესია და ამ მიმართულებით მუშაობა, ბუნებრივია, კვლავაც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა