14.ივნისი .2019 18:53

"განათლების მიმართულებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება"

views 888
უკან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს 2018-2019 სასწავლო წლის დასრულება მიულოცა, წარმატება უსურვა და განათლების რეფორმის დეტალები გააცნო.

“რეფორმები, რომელიც დღეს განათლების სისტემაში ხორციელდება უმნიშვნელოვანესია. იცით, რომ განათლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს დადასტურებულია იმით, რომ ბიუჯეტის 25% განათლების სისტემის რეფორმირებაში დაიხარჯება. რესურსი მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სკოლების მშენებლობას, ასევე პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდასა და თანამდეროვესასწავლო გარემოს შექმნას. ამ პროცესში პედაგოგის როლი უმთავრესია. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასი გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ მთავრობა განსაკუთრებულად ზრუნავს საპენსიო ასაკის პედაგოგებზე. იმისთვის რომ თითოეული თქვენგანი იყოს დაფასებული სახელმწიფომ სპეციალური ჯილდო დააწესა - სურვილის შემთხვევაში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგები მიიღებთ ორი წლის ჯამურ ხელფასსა და ჯანმრთელობის დაზღვევას მთელი ცხოვრების განმავლობაში.

თანხები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, ხელფასების გაზრდასა და სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას მოხმარდება. პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს პრესტიჟული, ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და მაღალანაზღაურებადი. ამიტომ, ჩვენი მიზანია 2022 წლისთვის მასწავლებლის ხელფასმა 1500-1800 ლარს მიაღწიოს, რადგან ჩვენი შვილების აღზრდა თქვენს ხელშია და ეს უმთავრესია. რეფორმების კუთხით წელს საკმაოდ აქტიური ზაფხული გვექნება. სულ მალე ბევრ სიახლეს გპირდებით და ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს - განათლების კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდეს“ - მიმართა მინისტრმა პედაგოგებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა