15.მარტი .2019 17:10

G&T: "FDI-ის შემცირება ჩვეულებრივი ბიზნეს-პროცესია"

views 614
უკან

“FDI-ის შემცირება ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესია”-ამის შესახებ “გალტ & თაგარტი”-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებისა, რომელსაც გარკვეული ახსნები აქვს, ბიზნეს გარმო არ იცვლება და უმჯობესდება.

შარიქაძე იმასაც აღნიშნავს, რომ იზრდება ტურიზმის სექტორი და ექსპორტის მონაცემებიც. “გალტ & თაგარტი”-ის მმარtველი დირექტორის მოლოდინით, წელს დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები FDI-ის ზრდას შეიწყობს ხელს.

“რაც შეეხება FDI-ის, მესმის რომ რიცხვი შემცირდა, თუმცა მას აქვს გარკვეული ახსნები. მთავარი არის ის, რომ ბიზნეს გარემო არ იცვლება და უმჯობესდება კიდევაც. FITCH-მა გააუმჯობესა ჩვენი რეიტინგი, რაც ძალიან კარგი ნიშანია ინვესტორებისთვის.

ასევე ის ფაქტი, რომ უმეტესობა ქართული კომპანია საჯაროდ დებს თავის ფინანსურ ანგარიშგებებს, ძალიან მნიშნელოვანი იმისთვის, რომ ინვესტორებს ჰქონდეთ ინფორმაცია არა მარტო ცალკეულ კომპანიაზე, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, არამედ გლობალურად სექტორზე.

გალტ & თაგარტი, რომელიც ამ სექტორს ფარავს და ანალიტიკას აკეთებს, ჩვენმთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ინვესტორებს იმის შესახებ, თუ რომელ სექტორებში ღირს ინვესტირება.  ტურიზმის სექტორი საკმაოდ იზრდება, ასევე იზრდება ექსპორტის მონაცემებიც. ასე რომ მემგონი არაფერი ისეთი არ არის, რიცხვი შემცირდა ერთი წლით , ეს არის ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესი. ზოგი პროექტი დამთავრდა, ზოგი დაიყწება.

ჩვენ წელს მოლოდინი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება, რომელიც ხელს შეუწყობს ისევ ზრდას. დანარჩენ ფინანსურ მონაცემებში პოზიტიური ტრენდი ნარჩუნდება და მგონია, რომ ამ ტრენდიდან არ გადავუხვევთ”- აცხადებს “გალტ & თაგარტი”-ის მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე.

შარიქაძემ ენერგეტიკის სექტორზეც ისაუბრა, სადაც წელს FDI-ის 96%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

როგორც “გალტ & თაგარტი”-ის მმართველი დირექტორი BM.GE-თან აცხადებს, ენერგეტიკის სექტორი ცვლილებებს განიცდის, თუმცა ამ მიმართულებით სხვა ტიპის განვითარებასაც საჭიროებს. მისი მოლოდინით, რამდენიმე თვეში მთავრობა საბოლოო რეგულაციის პროექტს წარადგენს, რაც ინვესტორებს თავისი საემისიო გეგმის გაწერაში შეუწყობს.

შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის II კვარტალში 346.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3 პროცენტით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა