11.ივნისი.2019 23:00
მსოფლიო

გამოცემა Heute: ევროპაში ყველაზე შემოსავლიანი TOP-10 პროფესია

გამოცემა Heute: ევროპაში ყველაზე შემოსავლიანი TOP-10 პროფესია
გერმანულენოვანმა გამოცემა Heute-მ  ევროპის მასშტაბით ყველაზე შემოსავლიანი პროფესიების რეიტინგი შეადგინა. ათეულში მოხვდნენ იმ სფეროს წარმომადგენლები, რომელთა წლიური შემოსავალიც ყველაზე მაღალია.

პირველი პოზიციაზე საფინანსო სექტორის წარმომადგენლები არიან, მათი საშუალო შემოსავალი წელიწადში 66,317 ევროს შეადგენს.

მეორე ადგილზე მენეჯმენტი გავიდა, ამ კუთხით დასაქმებულების ანაზღაურება 65,603 ევრომდე ადის.

რეიტინგში მესამეა IT სფეროს წარმომადგენლები; მათი ხელფასი წლიურად 54,941 ევროა.

მეოთხე ადგილი ხვდათ წილად საბანკო სექტორის თანამშრომლებს, მათი შემოსავალი 54,727 ევროს უტოლდება.

წლიური შემოსავლებით რეიტინგში მეხუთე ინჟინრები არიან, რომელთა წლიური ანაზღაურება 53,364 ევროს შეადგენს.



ყველაზე ანაზღაურებადი პროფესიების ათეულში ასევე მოხვდნენ: 

სადზღვევო სამსახურები; ანაზღაურება: 53.109 ევრო;

სასამართლო სფერო, ადვოკატები, მოსამართლეები, პროკურორები; ანაზღაურება: 52.801 ევრო;

კერძო მრჩეველები; ანაზღაურება: 52.569  ევრო;

მარკეტინგი; ანაზღაურება: 51.906 ევრო;

საჯარო სამსახურები: პოლიცია, სამხედრო, სამაშველო სამსახური და ა.შ; ანაზღაურება: 49.660 ევრო.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

19.აგვისტო.2019 12:00
60

CNBC: ჩინეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესება ტრამპს Apple-ის შეფმა გადააფიქრებინა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 21:10
429

საკრუიზო ბუმი ვენაში და ტურისტებით შეწუხებული ადგილობრივები

ვრცლად
18.აგვისტო.2019 20:00
291

სომხეთში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა - პაშინიანი

ვრცლად
18.აგვისტო.2019 13:30
514

PricewaterhouseCoopers: 100 უმსხვილესი კომპანიის კაპიტალიზაციამ $20 ტრილიონს გადააჭარბა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 11:40
501

Ryanair-ი ფრენების რაოდენობას ამცირებს

ვრცლად
18.აგვისტო.2019 00:03
238

„Coca-Cola“ შემოდგომა-ზამთრიდან ორი ახალი პროდუქტის წარმოებას აანონსებს

ვრცლად