მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Game of Thrones-ის ბოლო სერია პირდაპირ ეთერში 19.3 მლნ ადამიანმა ნახა

5ce38c219cbaf
ლევან თაღიაშვილი
21.05.19 10:00
1004
Game of Thrones-ის 8-წლიანი ისტორია დასრულდა. სერიალმა ამ დროის განმავლობაში უამრავი რეკორდის დამყარება შეძლო, თუმცა გამონაკლისი არც ბოლო, მე-6 სერია იყო.

CNN Money-ის ინფორმაციით, ის პირდაპირ ეთერში 19 300 000 ადამიანმა ნახა, მისი წინა ბოლო სეზონის მე-5 სერია კი - 18.4 მლნ მაყურებელმა.

როგორც გამოცემა წერს, ჯამში, სერიალის ბოლო სეზონი 44.2 მლნ ადამიანმა ნახა.

მიუხედავად ამისა, ეს რიცხვი რეკორდული არ არის სხვა სერიალებთან შედარებით. 2004 წელს, როდესაც ტელევიზიას გაცილებით მეტი მაყურებელი ჰყავდა, “Friends”-ის ბოლო სერიას 52.5 მილიონმა ადამიანმა უყურა პირდაპირ ეთერში, ეს რეკორდი, ჯერჯერობით, ხელშეუხებლად რჩება.