24.თებერვალი.2016 11:48
საფინანსო სექტორი

გალტ&თაგარტმა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური პარამეტრების მაკრო პორტალი შექმნა

გალტ&თაგარტმა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური პარამეტრების მაკრო პორტალი შექმნა
გალტ&თაგარტმა განაცხადა ელექტრონული მაკრო პორტალის გაშვების შესახებ, რომელიც რეგიონის 12 ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს მოიცავს. მაკრო პორტალზე თავმოყრილია საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის, რუსეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები: მშპ, ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, მიმდინარე ანგარიში, სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, ქვეყნის ბიუჯეტის და სხვა პარამეტრები (როგორც მიმდინარე მონაცემები, ისე წინა წლების სტატისტიკა). ასევე მოცემულია თითოეული ქვეყნის ეკონომიკის მოკლე მიმოხილვა.
 
"თანამედროვე მსოფლიოში, თითოეული ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნებში და განსაკუთრებით მის სამეზობლოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული ინფორმირებულობა მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვექმნა გალტ & თაგარტის მაკრო პორტალი, რომელიც არის ინფორმაციული პლატფორმა ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც ერთ გვერდზეა თავმოყრილი რეგიონის 12 ქვეყნის ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრი. მაკრო პორტალზე განთავსებული ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარება სხვადასხვა სექტორში მომუშავე კერძო კომპანიებს, ასევე რეგიონით დაინტერესებულ არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს", - განაცხადა გალტ&თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ.

16.ივლისი.2019 20:44
136

მირკოსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი მცირდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:07
144

ADB-მ საქართველოს ბანკთან და G&T-თან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

ვრცლად
16.ივლისი.2019 15:30
144

Euromoney-მა თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

ვრცლად
15.ივლისი.2019 18:10
82

V CARD - ვითიბი ბანკის ახალი საკრედიტო ბარათი

ვრცლად
13.ივლისი.2019 23:04
4304

"ბანკი ქართუ" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
12.ივლისი.2019 15:28
704

აზიის განვითარების ბანკმა ქართულ ბაზარზე 60 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

ვრცლად