06.დეკემბერი.2018 14:07
ეკონომიკა, მსოფლიო

"გალტ ენდ თაგარტმა" უზბეკეთის ეკონომიკაზე კვლევა გამოაქვეყნა - რა არის მთავარი გამოწვევა

"გალტ ენდ თაგარტმა" უზბეკეთის ეკონომიკაზე  კვლევა გამოაქვეყნა - რა არის მთავარი გამოწვევა
„გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე მოამზადა კვლევა, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივებია განხილული.

„გალტ ენდ თაგარტი“ განაგრძობს რეგიონის ეკონომიკების მაკრეოკონომიკური დაფარვის გაფართოებას და ქვეყნების ეკონომიკების შესწავლას.

სტრატეგიის მიზანია, „გალტ ენდ თაგარტი“ გახდეს რეგიონალური საინვესტიციო ბანკი და შეძლოს ინვესტორების მომსახურება რეგიონის მასშტაბით, რათა მათ გააცნოს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, განსაკუთრებით ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით.

ამჟამად ინვესტორები რეგიონში ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავენ და შესაბამისად, მათი დაინტერესება რეგიონის ეკონომიკებით მზარდია.

აქედან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკურ პროდუქტებზე. უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა, რომელსაც ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

„ბოლო რამოდენიმე წელია, უზბეკეთის მთავრობა აქტიურად ცდილობს ქვეყანაში ისეთი რეფორმების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს უზბეკეთის კერძო სექტორზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის მოდელზე გადასვლას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარების გზით გეგმავს. ამ მიმართულებით ინვესტორების მხრიდან პოზიტიურმა მოლოდინებმა ინტერესი გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ უზბეკეთი არ არის ბევრი საკონსულტაციო კომპანიის დაფარვის საგანი, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ უზბეკეთის ეკონომიკის მიმოხილვა მნიშვნელოვნად დაეხმარება ინვესტორებს ქვეყანაში არსებული პოტენციალის შეფასებაში და ინვესტირებაში, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება გალტ ენდ თაგარტის საქმიანობაზე“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში უზბეკეთის ეკონომიკის მთავარ გამოწვევად სამუშაო ადგილების შექმნა და კორუფცია სახელდება.

საბანკო სექტორში და ეკონომიკის სხვა დარგებში სახელმწიფო მნიშვნელოვნად ერევა, რაც ზღუდავს კონკურენციას. აღნიშნული გარემოება კი, ხელს უშლის კერძო სექტორის განვითარებას.

მთავრობა აქტიურად მუშაობს უცხოური კაპიტალის მოზიდვაზე და მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის სრულად სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.galtandtaggart.com
ავტორი: თელარა გელანტია

24.ივნისი.2019 12:28
72

კახა კალაძე: პარტიის თავმჯდომარისგან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მოვისმინეთ

ვრცლად
24.ივნისი.2019 11:51
240

„ავიამიმოსვლის შეწყვეტა სიგნალია იმის, რომ რუსეთმა შესაძლოა უფრო მკაცრი ზომები მიიღოს“

ვრცლად
24.ივნისი.2019 10:49
600

ზაზა ოქუაშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
24.ივნისი.2019 09:40
504

„ჯანდაცვა დღეს დამსგავსებულია ნათელმხილველების კონკურსს“

ვრცლად
24.ივნისი.2019 09:00
621

„საყოველთაო ჯანდაცვამ მოიტანა ის, რომ სოკოებივით მრავლდებიან კლინიკები“

ვრცლად
23.ივნისი.2019 19:30
1067

TI: რუსეთიდან ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის, 29% - საჰაეროთი

ვრცლად