16.მაისი.2019 10:20
ეკონომიკა

Galt & Taggart : 2019 წელს ტურიზმიდან $3.6 მილიარდს მივიღებთ

Galt & Taggart : 2019 წელს ტურიზმიდან $3.6 მილიარდს მივიღებთ
Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოში 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 10%-12%-ით გაიზრდება და 3 მილიარდ 600 მილიონ დოლარს მიაღწევს.

მისივე განმარტებით, ამჟამად ტურიზმის სექტორზე ყველაზე დიდი გავლენა ირანსა და თურქეთს აქვთ, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.

ბოჭორიშვილი ამბობს, რომ 2019 წელს Galt & Taggart საქართველოში 5 მილიონ 300 ათას ტურისტს ელოდება.

"ვფიქრობთ, რომ 2019 წლის მეორე ნახევრიდან, როდესაც თურქეთის და ირანის ეფექტი შემცირდება ტურიზმის სფეროში, ვიზიტორების ზრდის ტემპი დაჩქარდება. წელს ველოდებით 5 მილიონ 300 ათას ტურისტს; რაც შეეხება შემოსავლებს, ჩვენი გათვლებით 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ნიშნულს მიაღწევს ეს მაჩვენებელი, რაც ტურისტების რიცხვშიც და შემოსავლებშიც 10%-12%-იან ზრდას ნიშნავს წინა წელთან შედარებით. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით ვიზიტორებს, მათი რაოდენობა მომატებულია აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან, შემცირება კი, თურქეთიდან და ირანიდან შეიმჩნევა", -  აცხადებს ბოჭორიშვილი.
ავტორი: ლევან თაღიაშვილი

19.აგვისტო.2019 21:00
91

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
3199

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
101

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
202

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
127

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
67

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად