20.აპრილი.2019 00:07
მსოფლიო

Galaxy Fold-ს პრობლემები აქვს, შესაძლოა Samsung-მა სმარტფონი წარმოებიდან ამოიღოს

Galaxy Fold-ს პრობლემები აქვს, შესაძლოა Samsung-მა სმარტფონი წარმოებიდან ამოიღოს
Galaxy Fold-ის გამოშვების შემდეგ Samsung-მა კრიტიკოსების ქათინაურები უხვად მიიღო მისი ინოვაციურობისა და განსხვავებულობის გამო. ახალ სმარტფონს Huawei-ს და Apple-ის მყისიერი რეაგირებაც მოჰყვა და ორივე კომპანიამ დააანონსა დასაკეცი სმარტფონის გამოშვება.

თუმცა, პოზიტიური პერიოდი Samsung-ისთვის დიდხანს არ გაგრძელებულა. Businessinsider ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ სმარტფონს სერიოზული პრობლემები აქვს და მათი უმრავლესობა ფიზიკურად ზიანდება, ტყდება და მწყობრიდან გამოდის. ინტერნეტში ამის დამადასტურებელი უამრავი ვიდეო და ფოტო მასალა გავრცელდა, რომელიც ძირითადად ჟურნალისტების მიერაა გადაღებული.




მათზე კარგად ჩანს, რომ სმარტფონის ეკრანის გადაბმის ადგილია გაფუჭებული და ეს ყველაფერი ხმარებიდან ერთ ან ორ დღეში ხდება. როგორც გამოცემა წერს, შესაძლოა ამ ფაქტმა კომპანიის რეპუტაციაზე სერიოზული გავლენა იქონიოს, მსგავსად Galaxy Note 7-ის შემთხვევისა, რომელსაც გაცხელების შემდეგ პირდაპირ ცეცხლი ეკიდებოდა და კომპანიას სერიოზული სამუშაოს გაწევა მოუხდა ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

კორეულ კომპანიას სწრაფად მოუწევს მოქმედება, რადგან ბაზარზე ახალი სმარტფონის გამოსვლა 26 აპრილისთვისაა დაანონსებული და თუ მსგავსი შემთხვევები კიდევ მოხდება, კომპანიას შესაძლოა მოდელის წარმოებიდან ამოღებაც კი მოუხდეს. ჯერჯერობით ჟურნალისტებისთვის მხოლოდ 1000 ცალი Galaxy Fold-ია გაცემული და 2 დღეში მათი 0.4% გაფუჭდა.




არსებული მოდელი საკმაოდ ძვირი ღირს და მისი ფასი ოფიციალურად 1980 დოლარს შეადგენს. Businessinsider წერს, რომ სამსუნგმა წლების განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი რეპუტაციის აღსადგენად, თუმცა მსგავსი შეცდომის გამოუსწორებლობა ნამდვილი ფიასკო იქნება Samsung-ისთვის.
ავტორი: ლევან თაღიაშვილი

19.ივნისი.2019 01:00
300

''ოტინგერი'' კანაფის შემცველობით ლუდს უშვებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 00:10
188

ავსტრიაში ძაღლებისთვის საცურაო აუზი გაიხსნება

ვრცლად
19.ივნისი.2019 00:01
326

მილიარდერმა კოლექციონერმა sotheby's -ის სააუქციონო სახლი შეიძინა

ვრცლად
18.ივნისი.2019 23:00
454

ნეიმარს ქონება დაუყადაღეს

ვრცლად
18.ივნისი.2019 22:00
408

Libra - რა შესაძლებლობებს გვაძლევს და როგორ გამოვიყენოთ Facebook-ის კრიპტოვალუტა

ვრცლად
18.ივნისი.2019 20:00
467

ისრაელში ავტობუსების გაჩერებებზე კონდიციონერებს დააყენებენ

ვრცლად