26.მაისი .2019 22:03

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

views 323
უკან

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლა მოითხოვეს.

მათ ქალაქში კომპანიის წასვლის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მაღაროელების განცხადებით, გაფიცვა და შიმშილობა გრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ჭიათურაში მაღაროელები მეათე დღეა შიმშილობენ. ერთ-ერთი დღეს შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობის შემდეგ კი კვლავ კარავში დაბრუნდა და შიმშილობა გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში 170 მაღაროელი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა