მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი პანკისის მოვლენებზე: აუცილებელია, დავიცვათ ბალანსი

5cbeb1cc59c23
ანუკა ჯოხაძე
23.04.19 10:41
632
“აუცილებელია, დავიცვათ ბალანსი, რომ ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება გარემოსა და ადამიანების კეთილდღეობის ფასად არ მოხდეს”-ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა განაცხადა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ჰესები ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და ასევე ისინი ელექტროენერგიის გამომუშავების ყველაზე “მწვანე” საშუალებაა, მათ, შესაძლოა, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეთ. ამიტომ ვინტონის თქმით, აუცილებელია, ამ ორ მახასიათებელს შორის მოხდეს ბალანსის დაცვა.

“ძალიან შეშფოთებულები ვართ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებით. ამ მიმართულებით ორი მთავარი საკითხია, რომელიც უნდა აღინიშნოს. პირველ რიგში ადამიანებს აქვთ უფლება, რომ გარეთ გამოვიდნენ და დადგნენ ქუჩაში და გააპროსტესტონ ის, რისი გაპროტესტებაც უნდათ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და არ უნდა შეიცავდეს ძალადობის ელემენტებს. მეორე მხრივ, ასევე პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ მშვიდობა და წესრიგი დაიცვან, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალის გადამეტება ამ დროს არ უნდა მოხდეს”-აცხადებს ლუიზა ვინტონი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში.

შეგახსენებთ, კვირას პანკისის ხეობაში მოსახლეობა 5-მეგავტიანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა, რაც შემდგომ შს სამინისტროსა და ადგიობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.