20.ივნისი .2019 23:50

გაერო: მსოფლიოში მოსახლეობა დრამატულად იზრდება

views 489
უკან

ჩინეთის, მოსახლეობის რიცხოვნობის კუთხით, რამდენიმე წელიწადში ინდოეთი გადაასწრებს - ასეთია გაეროს მონაცემები მოსახლეობის კვლევასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ადამიანების რაოდენობა დრამატულად იზრდება, ამიტომაც მთავრობის წარმომადგენლებს მკაცრი რეგულაციების გატარება უწევთ, შემცირების ტენდენციის დასაწყებად.

ეს ეხება ყველა კონტინენტს, თუმცა არიან გამონაკლისი ქვეყნებიც. მაგალითად ევროპის კონტინენტზე დაგეგმილი რეფორმების განხორციელების შედეგად, 2100 წლისთვის 750 მილიონი ადამიანი, 120 მილიონით შემცირდება.

კვლევაში ასევე წერია, რომ იტალიის შემთხვევაში მოსახლეობის რიცხოვნობა 20 მილიონით მცირდება, გერმანიაში 9 მილიონზეა საუბარი. ალბანეთის, მოლდოვისა და სერბეთის მოსახლეობა კი, თითქმის განახევრდება.

თუმცა არიან გამონაკლისებიც, სადაც შემცირების მაგივრად ზრდა იგეგმება. სწორედ ამ კატეგორიაშია დიდი ბრიტანეთი, სადაც მოსახლეობა 10 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ანალოგიური ვითარებაა ნორვეგიაში, შვედეთში შვეიცარიასა და ირლანდიაშიც.

ინდოეთში მდგომარეობა განსაკუთრებით დრამატულია. ჩინეთი, თითქმის მთელი თავისი არსებობის მანძილზე რომელიც 4 ათას წელზე მეტს ითვლის, მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ერის ტიტულს ატარებდა. უახლოეს 7 წელიწადში კი, ამ სტატუსის დათმობა მოუწევს, რადგან პირველი ადგილისკენ სწრაფი ნაბიჯებით ინდოეთი მიემართება.

ამჟამად 2 ქვეყანას შორის სხვაობა დაახლოებით 60 მილიონი ადამიანია. მიმდინარე წელს, ჩინეთის მოსახლეობა, მთლიანი მოსახლეობის 18.5%-ია, ინდოეთის შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით 17.7%-ს უტოლდება. 2020 წლისთვის კი, გაეროს მონაცემებით, ყველაზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყნების ათეულში სახელდება ჩინეთი, ინდოეთი, ამერიკის შეერტებული შტატები, ინდონეზია, პაკისტანი, ბრაზილია, ნიგერია, ბანგლადეში, რუსეთი და მექსიკა.

სტატისტიკის თანახმად, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა 9.7 ტრილიონი იქნება, 2100 წელს კი 11 მილიარდს გადააჭარბებს.