მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერო: 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ლტოლვილთა რიცხვმა 70,8 მილიონს მიაღწია

5d0a7060142c7
მიშა ხაჩიძე
20.06.19 00:40
954
გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 70, 8 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2,3 მილიონით მეტია.

როგორც დასავლური მედია იუწყება, ესგაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის არსებობის თითქმის 70 წლის განმავლობაში რეკორდული ციფრია.

როგორც უცხოური მედია წერს, ომისა და ძალადობის გამო, ყოველდღიურად საცხოვრებელ სახლს 37,000 ადამიანი ტოვებს; ამ მხრივ, ლიდერი ქვეყანა სირია და ავღანეთია.

მიგრანტების დიდ ნაწილს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე კონფლიქტებს გაქცეული ადამიანებიც შეადგენენ.

გადასახლებების მიზეზები ძირითადად ომი, ეკონომიკური კრიზისები და დევნაა.