01.აგვისტო.2019 18:00
ეკონომიკა, კრიპტოვალუტები

გაძვირდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი - კომპანიების მოლოდინი

გაძვირდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი - კომპანიების მოლოდინი
სემეკმა დღეს ბუნებრივი გაზის ტარიფების გადახედვის პროცესი დაიწყო. საუბარია, ტარიფების გეგმიურ გადახედვაზე, რასაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ყოველწიურად ახორციელებს. დღეს მარეგულირებელს ტარიფებზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია. დღევანდელ სხდომაზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება ამ საკითხზე და სემეკს 180 დღე აქვს იმისთვის, რომ ახალი ტარიფი დაადგინოს, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.

მანამდე სემეკს კომპანიებმა ახალი სატარიფო განაცხადით მიმართეს, სადაც მათ წარმოდგენილი აქვთ საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები - შემოსავლები, დანახარჯები - სწორედ ამ დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სემეკმა.

რამდენად იქონიებს გავლენას ლარის კურსის გაუფასურება ტარიფზე და რა მოლოდინი აქვთ თავად გაზგამანაწილებელ კომპანიებს?

შპს "ვარკეთილაირის" დირექტორის მოადგილე იპოლიტე გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ დღეს ძნელი საპროგნოზია, გაიზრდება თუ არა ტარიფი ლარის კურსის გამო.

"წინა წელსაც გვქონდა ასეთი შემთხვევა, იყო საუბარი იმაზე, რომ გაიზრდებოდა ტარიფი, მაგრამ მოხდა გაზის მომწოდებელ აზერბაიჯანულ კომპანისთან შეთანხმება სახელმწიფოს მიერ, დაბალ ფასად მოგვაწოდეს გაზი და არ მოხდა გაძვირება. ახლაც შეიძლება იგივე პროცედურა განმეორდეს და გაზი არ გაძვირდეს.

ვერცერთი კომპანია ვერ განსაზღრავს იმას, მისი ტარიფი გაიზრდება თუ არა. ეს დამოკიდებულია სემეკზე", - აცხადებს იპოლიტე გაფრინაშვილი.

პროგნოზების გაკეთება უჭირს "საჩხერე გაზის" წარმომადგენელ მალხაზ ბაძგარაძესაც.

"ლარის კურსი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ტარიფზე, მაგრამ არა ისეთ მნიშვნელოვანს, როგორც სხვა კომპონენტები, როგორიც არის დანახარჯები, შემოსავლები და ა.შ.

ამ ეტაპზე არსებული კურსით "საჩხერე გაზი" ინარჩუნებს მოსახლეობისთვის საქართველოში ერთ-ერთ დაბალ ტარიფს", - აცხადებს "საჩხერე გაზის" წარმომადგენელი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

23.აგვისტო.2019 16:30
85

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
122

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
196

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
549

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:45
243

რა მიზნით გადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ – სტატისტიკა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:20
73

"2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა"

ვრცლად