მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი მზადაა და მთავრობაშია წარდგენილი"

5cda6f2162b7c
სალომე მეცხვარიშვილი
14.05.19 11:29
1063
„გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი მზადაა და ის მთავრობაშია წარდგენილი“, - ამის შესახებ ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნანა ამისულაშვილმა განაცხადა.

კანონპროექტის პირველად ვარიანტს მისი ავტორები ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აცნობენ.

"გადახდისუუნარობის რეფორმა დაახლოებით, 3 წლის წინ დაიწყო. მინდინარეობდა კანონოპროექტის შემუშავება. ამ ეტაპზე კანონის პირველადი ვარიანტი შემუშავებულია და არის მთავრობაში. ველოდებით, რომ მთავრობის შემდეგ კანონოროექტი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდება.

ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური კანონი, რომ ბიზნესმა გამართულად იმუშაოს ქვეყანაში; როდესაც ბიზნესს აქვს გარკვეული ფინანსური პრობლემა, გვჭირდება მოქნილი, გამჭვირვალე და სწრაფი პროცედურები, რომ მიმართულება მივცეთ ან შევძლოთ გადარჩენა ან შევძლოთ კრედიტორთა დაკმაყოფილება მაქსიმალურად. კანონპროექტში სხვადასხვა მექანიზმია ჩადებული, რომ ეს მიზნები მიღწეული იყოს“, - განაცხადა ნანა ამისულაშვილმა.