14.აგვისტო.2019 15:36
ეკონომიკა

„გადასახადებისგან თავის არიდების სქემაში შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომლებიც ფიგურირებენ“

„გადასახადებისგან თავის არიდების სქემაში შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომლებიც ფიგურირებენ“
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობის გადასხდებისგან თავის არიდების სქემა გაშიფრა. გამოძიება 53 პირის ქმედებების შესახებ მიმდინარეობს, მათგან 38 პირი კი, უკვე დაკავებულია.

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი კონკრეტული პირების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა bm.ge-ისთან ამბობს, რომ ყალბი ანგარიშფაქტურების გამოწერის საქმეში, ყოფილი საჯარო მოხელეებიც ფიგურირებენ.

„საქმე გვაქვს ყალბი ანგარიშფაქტურების გამოწერასთან, შესაბამისად, ფიქტიურად არგადახდილი დღგ-ის ზედმეტობების ანგარიშზე დასმასთან და მერე მის გამოყენებასთან; რაც დღგ არსებობს, ეს დანაშაული იმ დროიდან არსებობს, მათ შორის ძალიან განვითარებულ ქვეყნებში.

ჩვენს შემთხვევაში, დაახლოებით, ბოლო წელიწადნახევრის წინ დაიწყო ეს პროცესი, ანუ ამის მასშტაბში გაზრდის პროცესი და რეალურად, ბოლო 6 თვეა განსაკუთრებული მუშაობები ჩატარდა.

მანამდეც იყო რამდენიმე სისიხლის სამართლებრივი საქმე ძიებაში. ახლა მოხდა რამდენიმე სახის დანაშაულის ერთამენთთან დაკავშირება, რითიც გამოიკვეთა, რომ უფრო დიდი ჯგუფი იყო.

გამოიკვეთა, რომ ეს სხვადასხვა ეპიზოდები, ჯამში ერთი სქემის ნაწილია და ოპერირებდა საკმაოდ მოხელთებული ჯგუფი, რომელთა ვინაობას მე პირდაპირ ვერ გეტყვით, მაგრამ გეტყვით მათ პროფილებს.

ზოგიერთი, მაგალითად, საქართველოში არ იმყოფება და გარედან ოპერირებდა, ზოგიერთი ყოფილი თანამშრომელიც იყო შემოსავლების სამსახურის, შესაბამისად, რაღაცა ცოდნას ფლობდა“, - განმარტავს ფინანსთა მინისტრი.

კითხვაზე გადასახადებისგან თავის არიდების სქემაში შესაძლოა თუ არა მოქმედი საჯარო მოხელეებიც ოპერირებდნენ, მაჭავარიანი პასუხობს:

„მიმდინარეობს გამოძიება; შემოსავლების სამსახურში თუ გამოიკვეთა კონკრეტული რომელიმე პირის მონაწილეობა ამ საქმეში, აბსოლუტურად ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, თუ ეს ასეა, გამოვკვეთოთ, იმიტომ, რომ ჩართულია რამდენიმე საგამოძიებო უწყება და საკმაოდ ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება.
ჯამში, იცით, რომ 50-ზე მეტ ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, დაკავებულია 38, ანუ საკმაოდ მასშტაბურია, რამოდენიმე დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად მასშტაბი გამოძიების ისეთია, რომ დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე გარეულია, დანდობა არ იქნება.

ეს არ არის მხოლოდ შემოსავლების სამსახურის თემა, თუ რომელიმე უწყების თანამშრომელს ამ საქმესთან შეხება ექნება, დაუსჯელი არ დარჩება“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

შეგახსენებთ, გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ და გახსნილი და მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე. უწყებამ ამ ეტაპისათვის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 000 000 ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

21.აგვისტო.2019 19:30
38

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
52

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
93

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:29
164

ნიკა გვარამია: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის... ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:01
77

ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა - საქართველოს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 17:13
105

ნათია თურნავა: „საქართველოს პრემიერსა და „რაინეარს" შორის გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება"

ვრცლად