მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაიხდიან თუ არა ხმის ჩამხშობი აპარატურის ფულს ღამის კლუბები? - მერიის პასუხი

5c94ac53eb530
ლევან თაღიაშვილი
25.03.19 17:00
868
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის ანდრია ბასილაიას განცხადებით, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, ღამის კლუბებსა და რესტორნებს ხმის ჩამხშობი აპარატურის შეძენაში, შესაძლოა მერია დაეხმაროს.

მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა ევროპის სხვადასხვა ქალაქებშიც არსებობს.

“ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ტვირთად დააწვება ბიზნესს. ხმის ჩამხშობი აპარატურის დამონტაჟების იდეა იყო გაჟღერებული, როგორც ერთ-ერთი გამოსავალი, რადგან ამ ამბავს მეორე მხარეც ჰყავს - მოსახლეობა. რიგ შემთხვევებში, ისინი შეწუხებულები არიან. თუ ხმის ჩამხშობი აპარატურის კომპონენტი შემოვა, მაქსიმალურად ვიფიქრებთ იმაზე, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი და ფინანსურად არ დააწვეს ბიზნესს. იდეის დონეზე განიხილება, რომ შესაძლოა, მერია დაეხმაროს ღამის კლუბებსა და რესტორნებს აპარატურის შეძენაში, ეს პრაქტიკა არსებობს ბერლინში, ლონდონში და სხვა ქალაქებში", - განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ კერძო სექტორის აზრით, თუ აპარატურის ყიდვა ღამის კლუბებს ან რესტორნებს თავად მოუწევთ, მათი უმეტესობა დახურვის საფრთხის წინაშე დადგება.

ბასილაია ამბობს, რომ მერიაში რეგულაციის შესახებ განხილვები უკვე დაწყებულია.