11.სექტემბერი .2019 14:37

გადაიხადე ტანსაცმლის ყიდვიდან 30 დღეში - H&M-ის შეთავაზება შვეიცარიის ბაზარს

views 393
უკან

შეიძინეთ ტანსაცმელი და გადაიხადეთ მოგვიანებით - ის, რაც დიდი ხანია ცნობილია ინტერნეტში სავაჭრო პორტალებიდან, H&M შვეიცარიის მაღაზიებში ამკვიდრებს.


შვეიცარიული გამოცემების ცნობით, ამიერიდან, მომხმარებელს მოდის ქსელის სავაჭრო დაწესებულებებიდან სასურველი ტანსაცმლის შეძენა ანგარიშით შეუძლია, კერძოდ, მაღაზიაში ვაჭრობის შემდეგ, გადახდის უფლება მათ 30 დღის განმავლობაში ექნებათ. ინვოისი სახლში მიუვათ და ყოველგვარი დანამატისა და მომსახურების გარეშე დაფარავენ ნაყიდი პროდუქციის საფასურს.


ამ მომსახურებით სარგებლობისთვის კი, მომხმარებლები H&M– ის ოფიციალურ გვერდზე ე.წ.  ერთგულების პროგრამაში უნდა დარეგისტრირდნენ, რაც ასევე ძალიან მარტივია.

"ამ გზით შოპინგი უფრო მოქნილი, უფრო კომფორტული და ადვილი იქნება კლიენტებისთვის", - განმარტავენ H&M-ის პრესსამსახურში.


სერვისი მომდევნო წლიდან  ევროპის სხვა ქვეყნებშიც ამოქმედდება.


შვედური მოდის ქსელი H&M გარკვეული პერიოდის განმავლობაში კრიზისის ქვეშ იმყოფებოდა. მიზეზი ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოა. ყველაზე მეტად დაბალბიუჯეტიან მაღაზიათა ქსელს კონკურენციას ესპანური მოდის სახლი Zara უწევს.