11.ივლისი .2019 14:13

გაჩერებების სახურავებზე გაშენებული გამწვანება ჰოლანდიაში

views 501
უკან

ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში გაჩერებების სახურავებზე გამწვანების ზოლები მოეწყო. ქალაქის მასშტაბით ასობით მოსაცდელის მცენარეებით მორთვის იდეა ადგილობრივ მთავრობას ეკუთვნის.

პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათი ინიციატივა ბიომრავალფეროვნებას ხელს შეუწყობს; ის ერთგვარი საჩუქარი იქნება ფუტკრებისთვის; ამას გარდა, გამწვანებული სახურავები ჰაერის დაბინძურებას გარკვეულწილად ხელს შეუშლის.

700



უტრეხტი ჰოლანდიის სტუდენტური ქალაქია, რომელიც წამყვანია ელექტრო ტრანპორტის კუთხით. ქალაქში მოძრავი ავტობუსების უმეტესობა ელექტროა. წლის ბოლომდე, უტრეხტში კიდევ 55 ელექტრო ავტობუსი ივლის, ხოლო 2028 წლისთვის ქალაქის მერია საჯარო ტრანსპორტის სრულიად ელექტრო ავტობუსებით ჩანაცვლებას ვარაუდობს.