მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფხაკაძე რუსულ ავიასანქციებზე: ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ნეგატიური გავლენა შემსუბუქებულიყო

5d381f74d6329
BM.GE
24.07.19 13:45
590
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ავიასანქციების გავლენას აფასებს და ამბობს, რომ დღეს არსებული სიტუაცია ბევრად უფრო კარგია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ბიზნესთან კომუნიკაცია ჰქონდა და გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა იმისთვის, სანქციების ნეგატიური გავლენა შემსუბუქებულიყო. 

“სიტუაცია ბევრად უფრო კარგია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ შესაძლოა პრობლემა წარმოქმნილიყო ორ ქვეყანას შორის, რომელიც ძალიან ცუდი იქნებოდა.

ეს არ მოხდა ამიტომ, დღეს ნორმალური ფონია, მაგრამ ისევ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, დღეს რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და შეხვედრაზე საუბარი ამასთან დაკავშირებით გვექნება.

ჩვენი მხრიდან ძალიან სწრაფად იყო ნაბიჯები გადადგმული. ბიზნესმა, რაც შეეძლო გააკეთა.  ადაპტირება ყოველთვის სწრაფად უნდა მოასწრო და სხვაზე არ უნდა იყო დამოკიდებული.

ჩვენ რასაც ვუყურებდით, სახელმწიფოს ჰქონდა მუდმივი კომუნიკაცია და გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ ნეგატიური გავლენა შემსუბუქებულიყო. ის, რა სცენარსაც ჩვენ ველოდით ვფიქრობ, ვერც ბიზნესი და ვერც ხელისუფლება ვერ გაუმკლავდებოდა მოკლევადიან პერიოდში” - განმარტა ფხაკაძემ.