15.აპრილი.2019 17:00
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

ფულადი გზავნილები იზრდება - ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა შემოდის

ფულადი გზავნილები იზრდება - ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა შემოდის
2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 379,544,669 დოლარი შემოვიდა, რაც ლარებში მილიარდს აღემატება. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების ეს მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტია. სხვა წლებთან შედარებით, გზავნილების ეს მოცულობა რეკორდულია. 

ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, რომელზეც მთლიანი თანხის 25% მოდის. 

ამ თანხის უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. 

1 რუსეთის ფედერაცია - 379,544,669.00 დოლარი;
2 იტალია - 94,629,909.00 დოლარი;
3 საბერძნეთი - 53,922,107.00 დოლარი;
4 აშშ - 43,480,640.00 დოლარი;
5 ისრაელი - 39,797,405.00 დოლარი;
6 თურქეთი - 38,284,913.00 დოლარი;
7 გერმანია - 22,833,974.00 დოლარი;
8 ესპანეთი - 10,575,309.00 დოლარი;
9 უკრაინა - 10,534,816.00 დოლარი;
10 პოლონეთი - 7,344,621.00 დოლარი;
11 საფრანგეთი - 6,310,733.00 დოლარი;
12 აზერბაიჯანი - 5,603,030.00 დოლარი;
13 ყირგიზეთი - 4,650,407.00 დოლარი;
14 გაერთიანებული სამეფო - 4,188,596.00 დოლარი;
15 ყაზახეთი - 3,827,886.00 დოლარი;
16 კანადა - 3,715,202.00 დოლარი;
17 კვიპროსი - 2,932,997.00 დოლარი;
18 ერაყი - 2,816,064.00 დოლარი;
19 სომხეთი - 2,478,552.00 დოლარი;
20 არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2,214,245.00 დოლარი;

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

21.ივლისი.2019 16:30
201

დღგ-ის ნაწილში მოსალოდნელი ცვლილებების მიმოხილვა - გელა ბარშოვი

ვრცლად
21.ივლისი.2019 15:55
146

რატომ გადაეცა "საქრუსენერგო" საპარტნიორო ფონდს?

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:08
355

შოვში კურორტის მშენებლობა 2020 წლიდან დაიწყება

ვრცლად
21.ივლისი.2019 13:35
2663

რუსი მილიარდერი და ბიზნესჯგუფი, რომელსაც "ბორჯომი", "ლიკანი", "ბაკურიანი" და "მიტარბი" ეკუთვნის

ვრცლად
21.ივლისი.2019 12:55
174

როგორია მომავალი სტარტაპერების ინტერესები საგრანტო კონკურსის მიხედვით?

ვრცლად
21.ივლისი.2019 12:20
772

საქართველოში "ფორსაჟი 9"–ის ეპიზოდის გადაღება აგვისტოში დაიწყება, ლოკაციები შერჩეულია

ვრცლად