19.თებერვალი .2016 18:23

ფრონტ-ოფისის მეშვეობით ინვესტორები საქართველოში 250-ზე მეტ სერვისს მიიღებენ

views 1323
უკან

ფრონტ-ოფისის მეშვეობით ინვესტორები საქართველოში 250 ზე მეტ სერვისს მიიღებენ, - ამის შესახებ დღეს "ბიზნესკონტაქტის" ეთერში ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ფრონტ ოფისთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინიტროთან ერთად მუშაობს და ამ დროისთვის 250 სერვისია იდენტიფიცირებული.

"2 თვის შემდეგ, გვექნება კონცეფცია და ამის შემდეგ დავიწყებთ საჯარო განხილვებს", - აცხადებს ქუმსიშვილი. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, პირველ ეტაპზე საპილოტე პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

შეგახსნებთ, ფრონტ ოფისის შექნის შესახებ პირველმა პრემიერიმა გიორგი კვირიკაშვილი ინვესტორთან საბჭოს მეორე სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ფროტ ოფისი ინვესტორებს ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა