12.ივლისი.2019 22:00
ეკონომიკა

„ფრეკო“ - საჭიროა დღგ-ს გადასახადის 15%-10%-მდე დაწევა

„ფრეკო“ - საჭიროა დღგ-ს გადასახადის 15%-10%-მდე დაწევა

ქართული კარტოფილი ფრის მწარმოებელი კომპანია „ფრეკოს" დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ქურდაძე აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობაში ადგილობრივ წარმოებას საკანონმდებლო დონეზე სახელმწიფოსგან ხელშეწყობა სჭირდება. ასევე, მისი განმარტებით საჭიროა დღგ-ს გადასახადის 18%-დან 15-10%-მდე დაწევა.

„სოფლის მეურნეობაში არის იაფი იმპორტი, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელს უშლის.

სასურველია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომელთაც 80% ადგილობრივი ნედლეული აქვს გარკვეული სახის საგადასახადო შეღავათები დაუწესდეს, რაც პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ მოხდეს დღგ-ს განაკვეთზე გარკვეული პერიოდით შეღავათის დაწესება.

დღგ-ს გადასახადის დაწევა 18%-დან 10-15%-მდე მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, რომ თანხა რეინვესტირებაში დაიხარჯოს და მწარმოებელს ბიზნესში მეტი ეფექტი მისცეს“ - განაცხადა ქურდაძემ.

ბიზნესმენს სამომავლოდ ვერტიკალური დივერსიფიკაციის განხორციელება სურს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ შევქმნათ მეურნეობა, სადაც ჩვენ კარტოფილის წარმოების დაახლოებით 50%-ს მოვიყვანთ, ხოლო 50%-ს კონტრაქტორი ფერმერებისგან ჩავიბარებთ და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს,“ - განმარტა ქურდაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ფრეკოს" პროდქციაზე მოთხოვნა მეზობელი ქვეყნებიდან არის, თუმცა იმისათვის, რომ კომპანიამ პროდუქციის მიწოდება და ბაზრის დაკმაყოფილება შეძლოს, ამისათვის წარმოების გაზრდაა საჭირო.

„აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მოთხოვნა გვაქვს. ვგეგმავთ, რომ ახალციხეში ტერიტორიების გარკვეული ნაწილი მომავალი წლიდან შევისყიდოთ და კარტოფილი დავთესოთ. ექსპორტზე მოთხოვნა არის, თუმცა ამ ეტაპზე საჭირო მოცულობა არ გვაქვს და მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ,“ - განაცხადა ქურდაძემ.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

20.ივლისი.2019 13:15
43

“საპარტნიორო ფონდის” პროექტი - ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:46
67

ფინანსთა მინისტრი: მოსახლეობასთან შედგა ღია დიალოგი - სადაც კრიტიკა იყო საჭირო, გვესმოდა კრიტიკა

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:11
87

top 5 დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ

ვრცლად
20.ივლისი.2019 11:05
365

„$37,000 უკან გადავრიცხე - ინდოეთში“, - ბიზნესის პრობლემები ინდოეთიდან ტურისტების მოზიდვისას

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:20
112

აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისთვის 200 ათასი ევრო დაიხარჯება

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:00
803

“ტოიოტა ცენტრი თბილისი": დღეს ეკონომიკის პირველი მტერი ეროვნული ბანკია

ვრცლად