16.აპრილი .2019 10:23

ფრანგი მილიარდერი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მლნ ევროს გამოყოფს

views 1638
უკან

ფრანგმა მილიარდერმა, სელმა ჰაიაკის მეუღლემ ფრანსუა პინომ ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა სურვილი, რომ მზადაა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მლნ ევრო გამოყოს.

თანხა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გუშინ დაანონსებული ეროვნული ფონდის ბიუჯეტში ჩაირიცხება.

მილიარდერი ფრანსუა პინო „Kering“ ჯგუფის მფლობელია, რომლის შემადგენლობაში შედის ბრენდები: Balenciaga, Saint Laurent, Alexander McQueen და Gucci.
შეგახსენებთ, ნოტრ-დამში ხანძარი გუშინ პარიზის დროით საღამოს 7 საათზე გაჩნდა და მისი სრული ლიკვიდაცია მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი.

ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, მაგრამ წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

უცხოური გამოცემების ინფორმაციით, მეხანძრეებმა ტაძარში არსებული რელიკვიების გადარჩენა მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა