მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთში "სმარტის" მრავალპროფილური კომპლექსის მშენებლობა განახლდა

569cfa7c9184d
BM.GE
18.01.16 18:43
1755
ფოთში,რუსთაველის რკალზე "სმარტის" მრავალპროფილური კომპლექსის მშენებლობა განახლდა.
 
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შპს " ველაჯიო დეველოპმენტი" განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, ფოთში თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრში სუპერმარკეტ "სმარტის"მშენებლობას , ასევე "ვენდისა" და "დანკინ დონატსის"რესტორნების მოწყობას ახორციელებს .ამასთან, აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში აფთიაქი და სხვადასხვა პროფილის რამოდენიმე მაღაზია განთავსდება.

"სმარტის" ობიექტზე ამჟამად სამშენებლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.დასრულებულია სახურავის მოწყობა ,რისთვისაც გერმანული ტექნოლოგიები და მასალა იქნა გამოყენებული,დამთავრებულია შიდა კედლებისა და ტიხრების ამოყვანა.ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

შპს "ველაჯიო დეველოპმენტის" ხელმძღვნელობის განცხადებით ,ფოთის სავაჭრო ცენტრში 150-მდე ადამიანი დასაქმდება.