15.ივნისი.2019 20:31
ეკონომიკა

"ფოთის პორტთან დაკავშირებული ბრძანება ანაკლიის პორტს თეორიაშიც ვერ შეუქმნიდა საფრთხეს"

"ფოთის პორტთან დაკავშირებული  ბრძანება  ანაკლიის პორტს თეორიაშიც ვერ შეუქმნიდა  საფრთხეს"
ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ინფორმაცია IPN ავრცელებს.

მინისტრმა ასევე ფოთის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით გაცემულ ბრძანებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"გაიცა მიწათსარგებლობის რაღაც ნებართვა, რომელიც საშუალებას იძლევა დაიწყოს შესწავლა მიწის, ნიადაგის, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გახდეს ან არ გახდეს პორტის მშენებლობის საფუძველი, მაგრამ რადგანაც ანაკლიის თემა პოლიტიზირებულია, მოხდა ამ თემის დრამატიზება, თითქოს ეს ინიციატივა ემუქრება ანაკლიას და ა.შ. მოხდა მოკვლევა, თუ რა ტიპის ბრძანებაა. ითქვა, რომ ეს არ იყო გაცემული სწორად და შესაბამისად, მალევე გაჩერდა.

საერთოდ, ის თემა ფოთის პორტი უნდა გაფართოვდეს თუ არა, დაღრმავდეს თუ არა, ასევე არის თუ არა ეს საკითხი ლეგიტიმური იმასთან მიმართებაში, რომ აქეთ ანაკლიას ვეხმარებით, ეს დიდი თემაა და შესაძლოა, ამაზე ღირდეს კიდეც საჯარო დისკუსია, მაგრამ კონკრეტულად, ეს ბრძანება თეორიაშიც ვერ შეუქმნიდა ვერანაირ საფრთხეს ანაკლიის პორტს, რომ არ ყოფილიყო ზედმეტი სპეკულაციები და ამ საკითხის ზედმეტად, არასწორი კონტექსტით ტრიალი, მალევე მოხდა ამ ბრძანების გაუქმება, რადგან რაღაც ხარვეზებიც იყო შიგნით. შესაბამისად, ეს ცალკე თემაა, არ მგონია, რომ ბრძანებაზე ფოკუსირება რამეს გვაძლევდეს.

ამ შემთხვევაში ის იყო ტექნიკური მომენტი, რომელიც მალევე აღმოიფხვრა. საერთოდ, საკითხი იმისა, რომ ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს ექსპერტების მიერ და არა ამ იდეების დრამატიზირება, დემონიზირება ", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

20.ივლისი.2019 00:20
208

ელექტრომობილების რაოდენობა ევროპაში 2025 წლისთვის გაექვსმაგდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 22:30
332

შსს-მ 2019 წლის 6 თვეში საქართველოში უცხო ქვეყნის 13,165 მოქალაქე არ შემოუშვა - სტატისტიკა

ვრცლად
19.ივლისი.2019 21:24
334

საგარეოს ინდოეთში საქართველოს ვიზების გაცემაში VFS Global-ი დაეხმარება

ვრცლად
19.ივლისი.2019 21:10
387

"საბას" მოიჯარეები: ლარის გაუფასურების გამო, იჯარა 1200–დან 1500 დოლარამდე გაგვიძვირდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 20:30
259

"2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება" - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

ვრცლად
19.ივლისი.2019 19:42
251

გენადი არველაძე: სათამაშოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს წლის ბოლომდე მივიღებთ

ვრცლად