01.დეკემბერი .2017 17:09

ფოთის პორტის დირექტორი: ბანკირებმა რა იციან ტრანსპორტირების შესახებ

ფოთის პორტის დირექტორი: ბანკირებმა რა იციან ტრანსპორტირების შესახებ
views 5748
უკან

"ჩვენ ინდუსტრიის შიგნით ვერ ვხდევათ ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას", - ამის შესახებ ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლარსენმა ანალიტიკასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დერეფანი ძალიან ძლიერი დერეფანია ალტერნატივების თვალსაზრისით.

"მე არანაირ გათვლებს არ ვაწარმოებ ანაკლიასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ინდუსტრიის შიგნით, ჩვენ ვერ ვხედავთ ანაკლიის პორტის საჭიროებას. თავად ამბობენ, რომ ღრმაწყლოვან პორტს აშენებენ. მაგრამ დღეს არ დგას ღრმაწყლოვანი პორტისთვის დამახასიათებელი დიდი ტვირთების მიღების საჭიროება. ახალ აბრეშუმის გზას თუ შევხედავთ, მსოფლიოს ამ ნაწილში ის ჭრის შავ ზღვას ბულგარეთისკენ, რუმინეთისკენ ან უკრაინისკენ. დიდი ხომალდები არ აირჩევენ თავის მარშრუტად შავ ზღვას, ეს აზრს მოკლებულია.

წარმოდგენაც არ მაქვს, რა იცის საერთოდ კონტი ჯგუფმა მსოფლიოს ამ ნაწილზე. წარმოდგენა არ მაქვს, ბანკირებმა რა იციან ტრანსპორტირების შესახებ. ინდუსტრიის შიგნით მართლა არ გვესმის, რატომ ვაშენებთ პორტს დამატებით 2 მილიონ კონტეინერზე, როდესაც დღეს მთელი ბაზარი დაახლოებით 400 ათასი კონტეინერია, შეიძლება ცოტა ნაკლებიც", - ამბობს ფოთის პორტის დირექტორი.