მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ford-ი 7,000 თანამშრომელს ათავისუფლებს

5ce39ea5628a9
მიშა ხაჩიძე
21.05.19 10:44
758
ამერიკული ავტო კონცერნი Ford-ი ათასობით სამუშაო ადგილს ამცირებს.

დასავლური მედიის ცნობით, ავტო კონცერნი მთლიანობაში 7000 ადამიანს სამსახურიდან გაათავისუფლებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მასშტაბური შემცირებების მიზეზი ხარჯების დაზოგვაა.

მათ მიერ მომზადებული სპეციალური სტრატეგიის მიხედვით, 10%-იანი შემცირება, კომპანიას ბიუროკრატიას შეუმცირებს, სტრუქტურასა და მენეჯმენტს უფრო გააქტიურებს და, რა თქმა უნდა, თანხებს დაზოგვის საშუალებას მისცემს.

შემცირებების სერია ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ჩინეთის, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ოფისებში დსაქმებულებს შეეხებათ; მხოლოდ შეერთებული შტატების ოფისებიდან 2300 ადამიანს გაათავისუფლებენ.

ამერიკულ ავტო გიგანტში განმარტავენ, რომ 7000 სამუშაო ადგილის შემცირებით, $600 მილიონ დოლარს დაზოგავენ.

Ford-ი მსოფლიოს მასშტაბით 67 ქარხანას ფლობს და ავტომობილების წარმოების მხრივ მესამე ადგილი უჭირავს. პირველ და მეორე ადგილზე General Motors-ი და Toyota არის.

სწორედ General Motors-ი იყო პირველი, რომელმაც გასული წლის ნოემბერში 14.000 სამუშაო ადგილის შემცირების შესახებ განაცხადა.