21.აპრილი .2016 22:56

Forbes: საქართველო Vinexpo-ს ეფექტურობის საუკეთესო მაგალითია

views 1176
უკან

საერთაშორისო გამოფენა Vinexpo უკვე წლებია მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს. ღვინის გამოფენას ყოველწლიურად დაახლოებით 50 000-მდე ადამიანი სტუმრობს.
 
გასულ წელს ქართული ღვინო პირველად იყო წარმოდგენილი მასშტაბურად, ერთიანი ბრენდირებული სტენდის ქვეშ.

გამოფენაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს Forbes-სი. გამოფენის წარმატების მაგალითად კი საქართველოს ასახელებს.

"ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, იმისთვის, რომ გავზომოთ თუ რამდენად ეფექტურია Vinexpo საქართველოა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა ცნობილია, როგორც ღვინის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელი, თუმცა მსოფლიოს ბაზრებზე მის შესახებ ჯერ მხოლოდ მცირე ინფორმაციას ფლობენ. „გამოფენაზე გასულ წელს პირველად ვიყავით წარმოდგენილები და მან კარგი შესაძლებლობა მოგვცა ევროპისა და აზიის ბაზრების კარის გასაღებად“, - ამბობს ალექსანდრე ჩხაიძე, კახეთის ტრადიციული მეღვინეობის წარმომადგენელი", - ვკითხულობთ სტატიაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა