11.ივლისი .2019 16:40

Forbes: 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანები

views 888
უკან

Forbes ყველაზე მაღალანაზღაურებადი "სელებრითების" რეიტინგს 1999 წლიდან, ტრადიციულად, ყოველწლიურად აქვეყნებს.

წლევანდელ სიაში, ყველაზე შემოსავლიან ცნობილ ადამიანად ტეილორ სვიფტი დასახელდა. 29 წლის პოპულარულმა მომღერალმა 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით 185 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. Forbes-ის სიაში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი პერსონა 21 წლის ამერიკელი მოდელი კაილი ჯენერია. მან ერთ წელიწადში 170 მილიონი დოლარი მოაგროვა. მესამე პოზიციაზე 42 წლის ამერიკელი რეპერი, კიმ კარდაშიანის მეუღლე კანიე უესტი გავიდა, რომელმაც 150 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

700


TOP-ათეულში ასევე შევიდნენ ფეხბურთელები, მოკრივე, ტელეწამყვანი და ერთი როკ-ჯგუფიც.

მაგალითად, ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ 2019 წელს 127 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და TOP-ათეულში საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა. მეხუთე პოზიციაზეა ბრიტანელი მომღერალი ედ შირანი, რომლის ანაზღაურებამაც 110 მილიონი დოლარი შეადგინა; ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს შემოსავალი - 109 მილიონი დოლარით განისაზღვრა, მას კი 105 მილიონი დოლარით ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი მოსდევს;



700


TOP-ათეულში მეშვიდე პოზიცია ამერიკულ როკ-ჯგუფ The Eagles -ს ერგო, მათმა ანაზღაურებამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა; ამერიკელი ფსიქოლოგისა და ტელეწამყვანის ფილიპ მაკგროუს შემოსავალი კი, 95 მილიონი აშშ დოლარი გამოვიდა. რაც შეეხება მექსიკელ მოკრივე, კანელო ალვარესს - ის 94 მილიონი დოლარით TOP-ათეულში მეათე პოზიციაზეა.


700


"Forbes"-ის ყველაზე მაღალანაზრაურებადი "სელებრითების" 100-კაციან რეიტინგში ელტონ ჯონი წელს მე -19 პოზიციაზეა, მან 2019 წელს 84 მილიონი აშშ დოლარი გამoმუშავება შეძლო.

81 აშშ დოლარით, 21-ე ადგილზე მომღერალი ბიონსე გავიდა, ხოლო ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი 22-ე პოზიციაზეა გამომუშავებული 80,5 მილიონი აშშ დოლარით.