მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Flyhelp-ის მგზავრთა უფლებებს ევროკომისიაში დაიცავენ

5cbaf48783282
თელარა გელანტია
20.04.19 15:10
1516
ქართული სტარტაპი flyhelp-ი ევროკომისიის ეგიდით შექმნილი ასოციაციის – APRA წევრი გახდა.

ასოციაციაში ერთიანდება ევროპის მგზავრთა უფლებების დამცველი 5 ყველაზე დიდი სააგენტო, რომლებიც სრულად ასრულებენ, ემსახურებიან და აკმაყოფილებენ ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს.

როგორც flyhelp-ში აცხადებენ, აღნიშნული მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო:

• ევროკავშირმა ქართული სტარტაპი მიიჩნია ევროპის საერთაშორისო დონისა და სტანდარტის შესაბამისად.
• ქართული სტარტაპი თანამშრომლობს ევროპის ყველაზე დიდ კომპანიებთან.
• ქართული სტარტაპი მგზავრების უფლებებს ევროკომისიაში დაიცავს და მისი პარტნიორები იქნებიან ევროპის წამყვანი და ყველაზე დიდი კომპანიები.

რა არის APRA?

2017 წელს ევროკომისიის ეგიდით დაარსდა Association of Passenger Rights Advocates (APRA), რომელშიც გაერთიანებულია ევროპის მგზავრთა უფლებების დამცველი 5 ყველაზე დიდი სააგენტო. კომპანიის მიზანია, ევროპული სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით დაიცვას მგზავრთა უფლებები.
ასოციაციაში გაერთიანებულია ისეთი დიდი და ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: euclaim, airhelp, reclamador, flightright და ახლა უკვე ქართული სტარტაპი - flyhelp-ი.

APRA-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ასოციაციის წევრი სააგენტოს პერსონალის გამოცდილება და კვალიფიკაცია ზედმიწევრით ემთხვეოდეს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებსა და დონეს. მისთვის მისაღებია ნებისმიერ დროს კონსტრუქციული დიალოგის გამართვა მოწინააღმდეგე ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან, ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან.

ცნობისთვის: Flyhelp 2017 წლის ნოემბერში დაარსდა. ის არის პირველი კომპანია, რომელიც საქართველოში ავიამგზავრებს რეისის გადადებისას, გაუქმებისას ან გადაჯავშნისას კომპენსაციის მიღებაში დახმარებას სთავაზობდა.