მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Flixbus-სს კონკურენტი გამოუჩნდა

5d120fa2014f9
მიხეილ ხაჩიძე
26.06.19 00:10
1170

Flixbus-სს კონკურენტი გამოუჩნდა. ევროპული ბაზრის ათვისებას ფრანგული Blablabus-იც იწყებს. კომპანია, რომელიც Blablacar-მა 2015 წელს იყიდა, წლის ბოლომდე ევროპის მასშტაბით 400 რეისის დანიშვნას აპირებს. 

როგორც Blablabus-ში განმარტავენ, თავდაპირველად კლიენტების მოზიდვის მიზნით, ამა თუ იმ ევროპული ქვეყნის შიდა რეისებზე მგზავრობის ფასი 99 ცენტიდან დაიწყება.


გერმანიაში კომპანია უკვე შევიდა - ქვეყნის 17 ქალაქში მგზავრობა ახალი ავტობუსებით მიზერულ თანხად არის შესაძლებელი, ბილეთების ყიდვა კი, ონლაინ ან მობილურის აპლიკაციით ხდება.

ქსელი მომხმარებელს მეტ დინამიკას, კომფორტსა და დაბალ ტარიფებს სამომავლოდაც ჰპირდება.