სარეიტინგო სააგენტო Firch Raitings-ი აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეროვნული კურსი - მანათი მცურავ გაცვლით კურსებს შეუერთდა. ერთ ღამეში მანათი დოლარის, ევროსა და რუბლის მიმართ 47 პროცენტით გაუფასურდა.
სარეიტინგო სააგენტოს ცნობით, მანათის დევალვაცია ნეგატიურად აისახება ქვეყნის საბანკო სექტორზე, - კერძოდ კი ბანკების აქტივების ხარისხზე და კაპიტალზე.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, Fitch-ის პროგნოზის მიხედვით, გაუარესდება სესხების მომსახურება, რაც მაღალი დოლარიზაციით იქნება გამოწვეული. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო განმარტავს, რომ ყველაზე დიდი ზარალი იმ ბანკებს მიადგებათ, რომლებსაც უცხოურ ვალუტაში მეტი აქტივები და ვალდებულებები აქვთ.