16.ივნისი .2019 21:00

"ფინანსთა სამინისტროში პრობიზნესური მართვის მოდელი დამხვდა" - ივანე მაჭავარიანი

views 948
უკან

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გადაცემა Forbes-ის კვირაში ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროში გადასვლისას მან ნახა, რომ მმართველობის არსებული მოდელი პრობიზნესურია.

მინისტრის თქმით, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას, სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები პირველ რიგში ბიზნესზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ეფექტზე ფიქრობენ.

“გარემო რაც დამხვდა და რა მმართველობის მოდელიც არის, მე მგონია რომ ჯამში არის მაინც პრობიზნესური. პირველი რაც თვალში საცემი იყო ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის, განსაკუთრებით შემოსავლების სამსახურში როდესაც ნებისმიერ ცვლილებაზე ვსაუბრობთ იქნება ეს ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ცვლილება - დავების საბჭო, საგადასახდო კოდექსი თუ სხვა, ძალიან ბიზნესზე ორიენტირებული ადამიანები დამხვდნენ. საგადასახადოს, საბჟოს თანამშრომლები ნებისმიერ გადაწყვეტილებას უყურებდნენ ბიზნესის თვალით. ამ კონტექსტში ბოლო მოვლენები სამწუხაროდ მოდის წინაარმდეგობაში იმ სულისკვეთებასთან რაც სამინისტროში დამხვდა,”- ამბობს მინისტრი.

მინისტრთა კაბინეტში ერთწლიანი საქმიანობის შეფასებისას მინისტრი ასევე ამბობს, რომ კერძო სექტორიდან საჯარო სექტორში გადასვლა მარტივი არაა.

“ბიზნესიდან საჯარო სექტორში გადმოსვლა არ არის მარტივი რამ, გარედან გგონია, რომ რაღაცეები გესმის, ხვდები, თუმცა მას მერე, რაც საჯარო სამსახურში მითუმეტეს მაღალ პოსტს დაიკავებ, ხვდები, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად არის,”- ამბობს მინისტრი.