30.მარტი .2016 15:05

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

views 1513
უკან

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
 
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 143 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000 პროცენტით, მაქსიმალური 10.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.289 პროცენტით განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა