13.აგვისტო .2019 16:35

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

views 168
უკან

2019 წლის 13 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 102 045 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 6.700 პროცენტით, მაქსიმალური - 6.770 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.743 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა