28.მარტი.2016 18:47
ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვაზე მუშაობას აგრძელებს

ფინანსთა სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვაზე მუშაობას აგრძელებს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედება 2017 წლის 1 იანვრამდე გადაიდო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვაზე მუშაობა გრძელდება.
 
მისი განამრტებით, წელს შესაძლოა, ადმინისტრაციულ ხარჯებს გარკვეული თანხა მოაკლდეს და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე მიიმართოს.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, არა მარტო ადმინისტრაციულ ხარჯებიდან, არამედ ზოგიერთი პროგრამიდან, სადაც შესაძლებელია, გარკვეული ეკონომია ვნახოთ, ყველა ამ თანხას მობილიზება გავუკეთოთ და ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე ახალი პროექტების დაფინანსებაზე მივმართოთ, რომელიც ამ ეტაპზე ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მოგების გადასახადის რეფორმა გადაიდო, ჩვენ საბიუჯეტო რესურსებს მაინც მობილიზებას ვუკეთებთ იმისთვის, რომ მეტი პროექტის დაფინანსება მოხდეს", - განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ ამ პროცესში კანონპროექტის სახით ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შესაძლოა, საჭირო არ იყოს.

აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი მოგების გადასახადის რეფორმის 2017 წლამდე ამოქმედების გადადადების მიუხედავად, საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას არ გამორიცხავს.

ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა "ბიზნესკონტაქტის" კითხვას - "რატომ მოიხსნა მთავრობის დღის წესრიგიდან ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იმდენი მილიონით მაინც, რამდენითაც იყო შესაძელებელი".

ეკონომიკის მინისტრისგან განსხვავებით, რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ წელს საბიუჯეტო ხარჯების შემცირება არ იგეგმება.
დიმიტრი ქუმსიშვილმა კი, "ბიზნესკონტაქტს" უთხრა, რომ ნოდარ ხადურის განცხადებას არ იცნობს.

"ნოდარ ხადურის კომენტარი არ მომისმენია. მე რასაც ვმუშაობ ფინანსთა სამინისტროსთან, შემცირებაზე და პრიორიტეტების გადანაწილებაზე ნამდვილად არის საუბარი. მოდით, დაველოდოთ მოვლენებს. ეს ინფორმაცია ყველასთვის გამჭვირვალე იქნება. ამ წუთებში სამუშო პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"ბიზნესკონტაქტის" კითხვაზე - "წელს იგეგმება ადმინისტრციული ხარჯების შემცირება“?, ვიცე-პრემიერი მოკლე პასუხით შემოიფარგლა - "წესით უნდა იყოს“.

ცნობისთვის, მოგების გადასახადის რეფომის 2017 წლამდე გადადებას უკავშირებენ ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირების გადადებასაც.

"საგადასახადო რეფორმის მიმდინარე წელს განხორციელების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდებოდა, თუმცა ეს არ იქნებოდა საკმარისი, ვინაიდან 400,0 მლნ ლარის ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება თეორიულადაც კი შეუძლებელია, ამიტომ საჭირო იქნებოდა დამატებით ზოგიერთი პროგრამის შემცირება (გარდა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამებისა). მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო რეფორმის განხორციელება გადაწყდა მომდევნო წლიდან, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით და გამოთავისუფლებული რესურსი მიმართული იქნება დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად", - აცხადებენ ნოდარ ხადურის უწყებაში.
ავტორი: დავით ჯალაღონია

20.ივლისი.2019 00:20
63

ელექტრომობილების რაოდენობა ევროპაში 2025 წლისთვის გაექვსმაგდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 22:30
210

შსს-მ 2019 წლის 6 თვეში საქართველოში უცხო ქვეყნის 13,165 მოქალაქე არ შემოუშვა - სტატისტიკა

ვრცლად
19.ივლისი.2019 21:24
219

საგარეოს ინდოეთში საქართველოს ვიზების გაცემაში VFS Global-ი დაეხმარება

ვრცლად
19.ივლისი.2019 21:10
283

"საბას" მოიჯარეები: ლარის გაუფასურების გამო, იჯარა 1200–დან 1500 დოლარამდე გაგვიძვირდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 20:30
165

"2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება" - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

ვრცლად
19.ივლისი.2019 19:42
201

გენადი არველაძე: სათამაშოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს წლის ბოლომდე მივიღებთ

ვრცლად