14.აგვისტო.2019 11:21
საზოგადოება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.


როგორც bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


"ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იმ პროგრამების თაობაზე, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს.


ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც კიწიას, დიდი ჭყონისა და კურზუს მოსახლეობას აწუხებს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პრობლემები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.


მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში. 
ავტორი: თელარა გელანტია

23.აგვისტო.2019 18:31
67

"ფორსაჟის" გადაღებებისთვის, 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:15
40

გარემოს ეროვნული სააგენტო: ტყის ხანძრის გაჩენის რისკები იზრდება

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:50
125

"ტექინსპექტირების რეფორმას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, გაზრდილია კორუფციის რისკები"

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:10
77

რა ეტაპზეა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა – პროექტის ღირებულება 19 მლნ ლარია

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:35
82

ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:11
63

სოფელ საყავრეში ხანძარი ლოკალიზებულია

ვრცლად