მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი: საწვავის შემომტანების ლობისტად ნამდვილად არ გამოვდგები

5cbef9ebeaebc
ლიკა გურაბანიძე
23.04.19 15:39
536
„საწვავის შემომტანების ლობისტად ნამდვილად არ გამოვდგები,“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც მას შეკითხვა დაუსვეს კვლევაზე, რომელმაც საქართველოში ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობა გაზომა და აღმოჩნდა, რომ ბავშვთა 41%-ში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მაღალია.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ის დაინტერესდა და აღმოაჩინა, რონ სისხლში ტყვიის შემცველობა დედაქალაქზე მეტად აჭარის მთიან რეგიონშია.

„რაც შეეხება ჰაერში ტყვიის შემცველობას, მეც დავინტერესდი და ჩავიხედე. იცით, რომ მაღალი ტყვიის შემცველობა რეალურად იქ არის, სადაც ყველაზე სუფთა ჰაერია - აჭარის მთიანეთში, სადაც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილებია.

ქალაქში სისხლში ტყვიის შემცველობა გაცილებით დაბალია,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე განხადებით, საწვავში ტყვიის შემცველობა გარკვეული დოზით არის, თუმცა, ძირითადი მიზეზი საწვავზე არ მოდის.

„გვაქვს გეგმაში „ევრო 4“ - დან საწვავის სტანდარტი უფრო ავწიოთ, თუმცა გავითვალისწინეთ მოსახლეობის სიდუხჭირე და მნიშვნელოვანად გააძვირებდა ეს.
პრობლემა რაშია იცით, რომ ტყვიის შემცველობის ძირითადი ნაწილი მოდის არა იმდენად საწვავზე, რამდენადაც როგორც ვარაუდობენ ეს არის საღებავი და რაღაც ტიპის სამშენებლო მასალები. ამიტომ, ძირითადი პრობლემა აბსოლუტურად სხვაგან არის, თუმცა ესეც მისახედია.“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.