23.აპრილი .2019 18:11

ფინანსთა მინისტრი ბექა ნაცვლიშვილს: სხვადასხვა ღმერთის გვჯერა

views 652
უკან

„როგორ დავიწყოთ პოლემიკა, როდესაც პრაქტიკულად სხვადასხვა ღმერთის გვჯერა,“ - ამ სიტყვებით ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დამოუკიდებელ დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილს მიმართა, რომელმაც კითხვა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დასვა.

მაჭავარიანის განცხადებით, ის ბექა ნაცვლიშვილს პატივს სცემს, თუმცა ბევრ საკითხში არ ეთანხმება.

„ძალიან დიდ პატივს გცემთ და ამავდროულად ხართ ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, ვისაც ყველაზე მეტად არ ვეთანხმები. ამ ორის ერთად გაკეთება ძალიან მიჭირს, ადამიანურად გეუბნებით. ერთ-ერთი ხართ, ვისაც ყველაზე მეტად არ ვეთანხმები.

შესაძლოა, მემარჯვენე მხარე უტოპიაა, მაგრამ ის ნაწილიც უტოპიაა, რისი მომხრე თქვენც ხართ. შესაბამისად, მე სათითაოდ ყველა კომენტარს ვერ მივყვები არა იმიტომ, რომ თქვენი პატივისცემა მაკლია, არამედ იმიტომ, რომ ვიცი ჩვენი შედეგი ორივე სხვადასხვა პოზიციაზე დავრჩებით,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრი ასევე მიჩნევს, რომ საპენსიო ფონდისთვის ერთ-ერთი სამიზნე აუდიტორია ენერგო სექტორი უნდა იყოს.

„საპენსიო ფონდის ერთ-ერთი სამიზნე აუდიტორია, ალბათ ენერგო სექტორი უნდა იყოს.
საინვესტიციო საბჭოს ვაკომპლექტებთ, გვინდა, რომ „ა“ კლასის საერთაშორისო ექსპერტები მოვიწვიოთ და გამოცდილი ფონდების მენეჯერები მოვიყვანოთ. კანონით არის გაწერილი ინვესტიციები რა პრინციპებით უნდა ჩაიდოს თუმცა, ამის ფარგლებში თავისუფლად შეიძლება მოხვდეს ჰესები.

ენერგეტიკა თავსითავად შეიძლება ერთ-ერთი წამყვანი იყოს. იქნება კიდეც, რადგან ყველაზე დაცული და დაზღვეული სფეროა,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა