23.აპრილი .2019 17:07

ფინანსთა მინისტრი: აქციზის ზრდაზე თამბაქოს სექტორის შეკითხვები ლეგიტიმური იყო

views 341
უკან

ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, შარშან სიგარეტზე აქციზის ზრდა სწრაფად „მოუწიათ“, რაზეც ბიზნესს ჰქონდა შეკითხვები. ამის შესახებ მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა.

„შარშან მოგვიწია უფრო სწრაფი ზრდა, რაზეც ბიზნესს ჰქონდა შეკითხვები. მე შევხვდი მათ და ვიზიარებ მათ მოსაზრებებს და ლეგიტიმური იყო ეს შეკითხვები.

ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ გვექნება ერთად შემუშავებული გეგმა და არცერთი ბიზნესისთვის სიურპრიზი არ იქნება. თქვენ იცით, რომ ბიზნესს სიურპრიზი არ უყვარს. ვეცდებით, რომ ეს პრაქტიკა დავნერგოთ“,- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.