23.აპრილი.2019 19:05
ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას
ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასრულების შემდეგ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი რეგულაციებს გადახედავს. მისი თქმით, რეგულაციების შედეგის გასაზომად საკმარისი დრო არ არის გასული.

"მჯერა, რომ თუ ეროვნული ბანკი საჭიროებას დაინახავს, გადახედავს რეგულაციებს. უბრალოდ, საუბარია იმაზე, საკმარისი ვადა გავიდა თუ არა. მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული, რომ რეალურად გაზომვადი გახდეს, რა მოიტანა ამ რეგულაციებმა. ამ ეტაპზე, მაჩვენებლები ცუდი არ არის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბიზნეს სესხები იზრდება, ასევე არის სამომხმარებლო სესხებისა და იპოთეკის ზრდაც. მჯერა, ასე გაგრძელდება. თუ დავინახეთ, რომ არის შენელება, რომელიც გამოწვეულია რეგულაციებით, ყველა იპოვის ძალას გადახედოს რეგულაციებს. ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ დგას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,"- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის შეფასებისას, მან აღნიშნა, რომ მთავარია არა კონკრეტული მაჩვენებელი, არამედ ის თუ როგორ ვუდგებით საკითხს - მოკლევადიან თუ გრძელვადიან ჭრილში.

"აქ მთავარი არ არის, რამდენი იქნება ზრდა 0,8 თუ 0,6 პროცენტი. აქ საუბარია ვადიანობაზე - ჩვენ მოკლევადიანად ვუდგებით საკითხებს, თუ გრძელვადიანად. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება მიღებული იყო სტაბილურ და გრძელვადიან პერსპექტივაზე. ამით უნდა ვიმსჯელოთ და არა იმით , მოკლე ვადაში 0,6 არის ეფექტი თუ 0,8,"- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

22.მაისი.2019 17:25
23

ლევან სურგულაძის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა

ვრცლად
22.მაისი.2019 17:15
146

ხუდონი, ნამახვანი, ხადორი3... - 115 ჰესი, რომელთა ამუშავებას მთავრობა 2027 წლის ჩათვლით ელოდება

ვრცლად
22.მაისი.2019 17:05
18

აკაკი საღირაშვილმა BSEC-ის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ვრცლად
22.მაისი.2019 16:46
33

26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტები სადღესასწაულოდ გაფორმდა

ვრცლად
22.მაისი.2019 16:30
158

აღრიცხვის ახალი სისტემა ბუნებრივი გაზის სექტორში - რა იცვლება კომპანიებისთვის?

ვრცლად
22.მაისი.2019 16:10
94

„კენტ წლებში, როცა ფეხბურთის ჩემპიონატები არაა, საზმაუს შემოსავლები უფრო ნაკლებია“

ვრცლად