23.აპრილი.2019 19:05
ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას
ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასრულების შემდეგ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი რეგულაციებს გადახედავს. მისი თქმით, რეგულაციების შედეგის გასაზომად საკმარისი დრო არ არის გასული.

"მჯერა, რომ თუ ეროვნული ბანკი საჭიროებას დაინახავს, გადახედავს რეგულაციებს. უბრალოდ, საუბარია იმაზე, საკმარისი ვადა გავიდა თუ არა. მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული, რომ რეალურად გაზომვადი გახდეს, რა მოიტანა ამ რეგულაციებმა. ამ ეტაპზე, მაჩვენებლები ცუდი არ არის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბიზნეს სესხები იზრდება, ასევე არის სამომხმარებლო სესხებისა და იპოთეკის ზრდაც. მჯერა, ასე გაგრძელდება. თუ დავინახეთ, რომ არის შენელება, რომელიც გამოწვეულია რეგულაციებით, ყველა იპოვის ძალას გადახედოს რეგულაციებს. ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ დგას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,"- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის შეფასებისას, მან აღნიშნა, რომ მთავარია არა კონკრეტული მაჩვენებელი, არამედ ის თუ როგორ ვუდგებით საკითხს - მოკლევადიან თუ გრძელვადიან ჭრილში.

"აქ მთავარი არ არის, რამდენი იქნება ზრდა 0,8 თუ 0,6 პროცენტი. აქ საუბარია ვადიანობაზე - ჩვენ მოკლევადიანად ვუდგებით საკითხებს, თუ გრძელვადიანად. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება მიღებული იყო სტაბილურ და გრძელვადიან პერსპექტივაზე. ამით უნდა ვიმსჯელოთ და არა იმით , მოკლე ვადაში 0,6 არის ეფექტი თუ 0,8,"- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

19.აგვისტო.2019 11:24
66

საქსტატი: 7 თვეში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 4.7%-ით შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:15
73

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 11.4%-მდე შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:05
164

"სტარტაპ-რესტორანი" - "თიბისი ბანკი" სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს ქმნის

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:45
56

პარლამენტის თავმჯდომარე ნათია თურნავასა და მიხეილ ხიდურელთან შეხვედრას გეგმავს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:16
154

კახი კალაძემ Facebook-ის მომხმარებლებს თბილისში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 20:05
266

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

ვრცლად