04.თებერვალი .2016 10:08

Financial Times: ბუნებრივი აირის ბაზარი ფასების ომისთვის ემზადება

views 1332
უკან

შეუძლია "გაზპრომს" ბუნებრივი აირის ბაზარზე ფასების ომი დაიწყოს? , - აღნიშნულ კითხვაზე სტატიას გამოცემა Financial Times-ი აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ინვესტორები შიშობენ, რომ "გაზპრომმა" ბუნებრივი აირის ბაზარზე შესაძლოა იგივე სტრატეგია აირჩიოს, რაც საუდის არაბეთმა ნავთობის ბაზარზე და ამით ბუნებრივი აირის ბაზარზე ფასების ომი გააჩაღოს.
 
ანალიტიკოსების შეფასებით, ასეთი სტრატეგია "გაზპრომისთვის" შესაძლოა ეკონომიკურად რაციონალური იყოს. "ევოპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი ისედაც დაბალია, ასე რომ რუსულ კომპანიებს არ მოუწევთ დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ფასების დაწევით, შატატები და დსთ შემოსავლების გარეშე დატოვოს", - წერს გამოცემა.

"რატომ დათმობდით თქვენ ბაზარს უფრო მეტი დანახარჯებით?", - კითხვას Oxford Institute for Energy Studies-ის სპეციალისტი, ჯეიმს ჰენდერსონი სვამს. მისი შეფასებით, "ის შეშფოთებული იქნებოდა, გათხევადებული ბუნებრივი აირის ამერიკელი ინვესტორი რომ იყოს".

"გაზპრომის" ბუნებრივი აირის გერმანიისთვის მიწოდების თვითღირებულება ერთ BTU-ზე (ბრიტანული თერმული ერთეული) 3,5 მილიონი დოლარია. გამოცემის ინფორმაციით, კომპანია "გაზპრომს“ აქვს შესაძლებლობა წარმადობა თითქმის მეოთხედით, 100 მილიარდი კუბური მეტრით, გაზარდოს.