მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

5cc0322cc9544
BM.GE
24.04.19 13:52
2779
Final Frontier -მა ბიტკოინ მაინინგის სრულად რეგულირებული ფონდი წარადგინა, რომელიც ინსტიტუციონალურ და პროფესიონალ ინვესტორებს მოემსახურება. ფონდს ევროპული საფინანსო სექტორის ავტორიზაცია ექნება.

Final Frontier-ის ახალი პროდუქტი ინვესტორებს ბიტკოინის მოპოვებაზე წვდომას მისცემს. პროექტზე Bitfury ჯგუფის გამოცდილმა ინჟინრებმა იმუშავეს. შედეგად, დაინტერესებულ მხარეებს საშულება ექნებათ არამხოლოდ გამოიმუშავონ ბიტკოინი, არამედ მოგება ნახონ მის ინფრასტრუქტურაში ინვესტირებითაც.

ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის მუდამ რისკად რჩებოდა ბიტკოინის მოპოვებაში ინვესტირება, ტექნოლოგიური, ლოგისტიკური და ფინანსური რისკების გამო. ახლადშექმნილი ფონდის მეშვეობით კი ეს გამოწვევები გადაილახება, რადგან ბიტკოინის მოპოვებაზე წვდომა ევროპული იურისდიქციით იქნება აღიარებული.

თავის მხრივ ფონდის მხრიდან ინვესტირება Bitfury-ის ისეთ პლატფორმებში მოხდება, რომლებიც მინიმალურ ელექტროენერგიას საჭიროებენ.

"Final Frontier-სა და Bitfury-ს შორის ახალი თანამშრომლობა იწყება, რომელიც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ინვესტორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - ამბობს ვალერი ვავილოვი, Bitfury-ს დამფუძნებელი. „აღნიშნული ინოვაციური ფონდის დახმარებით, Final Frontier-ი ინვესტორებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს ბიტკოინის მაინინგის მიმართულებით, რაც გამოიხატება როგორც ფინანსური შესაძლებლობების შექმნაში, ასევე ბიტკოინის ინსტიტუციონალური აღიარების პროცესის მხარდაჭერაში".

იმრაან მოლა Final Frontier-ის თანადამფუძნებელი ამბობს რომ ფონდის წარდგენა ინვესტორებისთვის საკმაოდ ხელსაყრელ დროს მოხდა. "მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასი დღეს საკმაოდ დაბალია, ინვესტორების ინტერესი მის მიმართ მზარდია. შესაძლოა, სწორედ ახლაა ბიტკოინში ინვესტირებისთვის საუკეთესო დრო".

Bitfury-ის აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარე გიორგი კიკვაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროდუქტი ინვესტორებს არაერთ შესაძლებლობას უხსნის. ამასთან, მისივე თქმით, სიახლე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მოსახლეობა ნახავს, რომ ციფრული ვალუტები ფინანსური სერვისის ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია.

წყარო - Forbes Georgia