15.მაისი.2019 16:39
ეკონომიკა

„ფილარმონია სახელმწიფოს მართვაში უნდა გადასულიყო“, - რას აპირებდა გიორგი ქობულია?

„ფილარმონია სახელმწიფოს მართვაში უნდა გადასულიყო“, - რას აპირებდა გიორგი ქობულია?
„კომერციულმა სექტორმა ფილარმონიის მართვა სათანადოდ ვერ შეძლო, ეს იყო ის სიტუაცია, რომელშიც სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში განაცხადა.

„ეს არ არის პრეტენზია იმ კერძო კომპანიასთან, ვინც ოპერირებდა, უბრალოდ, ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ რთულია ასეთი ტიპის საკონცერტო დარბაზები კერძო სექტორის მიერ იყოს მართული. ჩვენნაირი დაბალი შესაძლებლობის მქონე ქვეყნისთვის რა ბილეთი უნდა გაიყიდოს ისეთი, რომ კომერციულმა სექტორმა ეს აამუშაოს?!“, - განაცხადა ქობულიამ.

ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ მისი ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ფილარმონია სახელმწიფოს მართვაში უნდა გადასულიყო და ეს ყველაზე ობიექტური გადაწყვეტილება იქნებოდა.

„ფილარმონია უნდა გადასცემოდა სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც არის სსიპი და შესანიშნავი ხედვა ჰქონდათ, ფილარმონია როგორ უნდა ჩაებარებინათ’, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, 2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანების 9 წელზე გადანაწილება ითხოვა.

უწყებას საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

27.მაისი.2019 09:00
33

დღეს, პარლამენტში, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდება

ვრცლად
26.მაისი.2019 22:03
110

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
307

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
184

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
639

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
166

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად