მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fiat Chrysler-ი უზბეკეთში ავტომობილების წარმოებას გეგმავს

5d5bd09a8b35a
ანნა ლაპიაშვილი
21.08.19 00:01
978
Fiat Chrysler-ი უზბეკეთში ავტომობილების წარმოებას გეგმავს.

კომპანია წარმოების ისეთივე სისტემით აწყობას აანონსებს, როგორც ეს თურქეთში იყო.

იტალიურ-ამერიკული ავტომობილების კონცერნი Fiat Chrysler-ი უზბეკეთის ავტოინდუსტრიაში ჩართვას გეგმავს, რაზეც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა იოსებ ხადჯასამ უზბეკურ მედიასთან ისაუბრა.

Fiat Chrysler Automobiles-ი დაინტერესებულია, უზბეკეთში უცხოური ინვესტიციების განახორციელებით შექმნას ავტოწარმოება“, - ამბობს ხანდჯასა.

მისივე განცხადებით, პროექტის შექმნისთვის შემოთავაზებულია პროექტი Tofaş-ი, რომელსაც თურქეთში გამოიყენებდნენ.

Tofaş-ი თურქული კომპანიაა, რომელიც მსუბუქ ავტომობილებს აწარმოებს. კომპანია Fiat Chrysler Automobiles-ის და Koç Holding-ის მფლობელობაშია. Tofaş ერთადერთი თურქული ავტომწარმოებელი კომოანიაა, რომელიც მსუბუქ ავტომობილებს და მსუბუქ კომერციულ ავტომობილებს ქმნის. Tofaş-ში აწყობილი ავტომობილები Fiat, Citroen, Peugeot, Opel და Vauxhall-ის ბრენდის ქვეშ იწარმოება.

უზბეკეთი ამ დროისთვის განიხილება როგორც მეორე ადგილი Fiat-ის ბრენდის ქვეშ Tipo, Fiorino და Doblo-ს მოდელების შესაქმნელად.