მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყატარში ახალი სტადიონის აშენება $575 მლნ დაუჯდათ

5ce4136566999
მიშა ხაჩიძე
22.05.19 00:10
1266
ყატარში 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი სტადიონი საზეიმოდ გახსნეს.

ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობის წევრები და მიწვეული უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის FIFA-ს პრეზიდენტი და ცნობილი ფეხბურთელები.

გაიმართა პირველი საფხებურთო მატჩიც, სადაც ადგილობრივი გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

არენა, რომელიც 40 000 ადამიანს იტევს 3 წლის განმავლობაში შენდებოდა. ხარჯებმა დაახლოებით, 575 მილიონი დოლარი შეადგინა და ფული ყატარის მთავრობამ გამოყო.

Al-Wakrah-ს სახელობის ახალი სტადიონი ქვეყნის დედაქალაქ დოჰას სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

არენა 3 წლის წინ გარდაცვლილმა ბრიტანელ-ერაყელმა არქიტექტორმა ზარა ჰადიდმა დააპროექტა. სტადიონის სახურავი 1400 დეტალისგან შედგება და გემის ფორმისაა.