მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფესტივალი "თბილისის ცის ქვეშ" ნაძალადევის რაიონში გაიმართა

5d355509425a8
BM.GE
22.07.19 10:24
533
დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ ამჯერად ნაძალადევის რაიონმა უმასპინძლა.

ღონისძიება IX კვარტალში არსებულ პარკში გაიმართა და მის ფარგლებში გაიმართა საბავშვო–გასართობი აქტივობა, ტურნირები სპორტის სახეობებში: მკლავჭიდი, ჭადრაკი, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, ბოჩა. აქტივობებში მონაწილეობის მიღების საშუალება ჰქონდა, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს. პატარებისთვის ჩატარდა სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები. მსურველები საბავშვო კინოჩვენებასაც დაესწრნენ. საღამო კი ზუკა ხუციშვილის ბენდის კონცერტმა და დიჯეი გიგა პაპასკირმა დაასრულეს.

პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებს და მის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.