მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფესტივალ Echowaves-ის Line UP-ის მესამე ფაზა ცნობილია

5d2cb433c8c6c
თელარა გელანტია
16.07.19 00:40
758
ფესტივალ Echowaves-მა Line UP-ის მესამე ფაზა დააანონსა.

22-25 აგვისტოს ანაკლიაში სტუმრების წინაშე წარსდგებიან ისეთი არტისტები, როგორიცაა NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / ADRIATIQUE / DJ TENNIS / KiNK live / DAX J / RED AXES / HVOB live/clubset / GIORGIA ANGIULLI live და სხვები.

 ფესტივალი ECHOWAVES ანაკლიის სანაპიროზე წელს უკვე მეორედ იმართება.  როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარებაა.

გასულ წელს ანაკლიას ფესტივალის ფარგლებში, 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები ხოლო საერთაშორისო მედიაში 27 000 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოსა და ფესტივალის შესახებ.

Echowaves, 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება.

მუსიკის გარდა ფესტივალი მოიცავს სპორტს, ფიზიკურ აქტივობებს და სხვა თეატრალურ, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

ფესტივალის მულტიპასის ღირებულება დღეისათვის 150 ლარს შეადგენს და მისი შეძენა შესაძლებელია ლინკზე: http://bit.ly/EchowavesTickets  

Line UP-ის მესამე ნაწილი კი ასე გამოიყურება:

NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / ADRIATIQUE / DJ TENNIS
KiNK live / DAX J / RED AXES / HVOB live/clubset / GIORGIA ANGIULLI live
ALICAN / ANDREW MELLER / ANDREY PUSHKAREV / ARCHIE HAMILTON / ARMEN MIRAN BORIS / BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY live / EELKE KLEIJN / ETAPP KYLE / LEHAR MATHAME / MURAT UNCUOGLU / MUSUMECI / NU / 박혜진 PARK HYE JIN
PETRE INSPIRESCU / PLAID live / RYAN ELLIOTT / SAMA / SHDW & OBSCURE SHAPE STOJCHE / TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO
BACHO / CHVARE / DJ FLIP / DJ GOCE / DJ SUSPECT / DJ TURNE / ENDORPHINS / GIO SHENGELIA
JD J / L8 / SIDARTHA SILICEO & ANIA live / STIMMHALT / TEOM / TOMMA / VAKHO / ZURKIN